
ზოგჯერ უნდა ყველა წესი დაჩრდილო და დაამსხვრიო!
დედამიწას სიგიჟეში გაუსწრო და გააკვირვო.
გააბრიყვო, შეუტიო თამამ მეცნიერებას,
და ჩაჰყვირო ზემოდან ამ შენს ქვეყნიერებას _
ის, რაც შენ ძლიერ გსურდა. . !
ერთხელ სიკვდილიც მოგინდეს უნდა,
სიცოცხლეს რომ არ დასჭირდეს ხურდა.
ამპარტავნობა უზნეოდ ბრუნავს,
ემოციები სიტყვებში ბჟუტავს,
ხანდახან ენაც დაგებას უნდა. .
სულს მიეც ცოტა საკვები ლუკმა.
თქვი ის, რაც ასე ჩვენში დაყრუვდა!
დრო გ ა დ ა დ უ ღ დ ა!!!
თორემ სიცივით სითბო დაგუბდა_
უგრძნო თავებმა მიწა გაგუდა!!!
სული აფრინე . .
გული აფიქრე . .
მზის ტოტებზე ჩამოჯექი
და ღრუბელი დაამსხვირე.
მზის აკვანი დაარწიე
მზის კონტური გაამსხვილე,
ნისლის ფარდა გადასწიე!
სული აფრინე
და გ ა ა ფ რ ი ნ ე !!!
!!!
2010წელი


5 comments:
მშვენიერია :)
მართლაც :) უზომოდ მომწოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოონს !
რატი სიდამონიძე
agfrtovanebuli var genacvaleeeeeee amaze sasiamovno aba ra vici ra gitxra mgvdelma diakons ubrdzana sheninleqsebis wakitxva
giji da gadareuli shemokmedi iuristi vin arisooo?chemi usakvarlesi daiko?! :* mikvars sheni blogi.mikvars!shen kide menatrebi dzalian :*
ერთხელ სიკვდილიც მოგინდეს უნდა..... რამდენჯერ მომდომია :( სული აფრინე და გააფრინე :) ამისთვის ვიბრძვი უკვე 21 წელია :(
Post a Comment