Mammon
Christ is quoted as stating:
“No one can serve two masters;
for either will he hate the one and
love the other…
You cannot serve God and
Mammon.”
New Testament. In Matthew
6:19-24,
ზოგი ფილმი საინტერესოა,ზოგი არა. ზოგი დრამაა, ზოგი კომედია. . . მოკლედ, ასეა ადამიანების ცხოვრებაც. ხალხი სპექტაკლივით ადევნებს თვალს ჩვენს ცხოვრებას და ერევა მასში. ხან დრამად გვიქცევენ ყველაფერს, ხან კი კომიკურ პერსონაჟებად გადაგვაქცევენ. სპექტაკლის წარმატებაც ხომ იმაზეა დამოკიდებული რამდენად მოეწონება ხალხს. მქუხარე ტაში, გადავსებული დარბაზი, თუ მხოლოდ ერთი და ბოლო წარმოდგენა ,როგორც ჩვენს ცხოვრებაში.
. . . ან აღმავლობა და ბევრი სპექტაკლი დიდი ანშლაგით, ან კიდევ ნახევრად ცარიელი დარბაზები, მცირე შემოსავლებით. მსახიობები ხალხს ართობენ და ცდილობენ მათ გონებაში შეღწევას, ასეა ცხოვრებაც. ჩვენ ვთამაშობთ ერთმანეთისთვის და ერთმანეთში. . . მთავარია ამ თამაშში არ წავაგოთ, ვინმეს მსხვერპლი არ გავხდეთ.
რა ხდება დღეს? ახლა როგორი სპექტაკლები იდგმება ჩვენში? პრემიერებით აღსავსე, გემოვნებიანი მაყურებლებით სავსე დარბაზებით (თუმცა, ისიც საკითხავია ვის დავარქმევთ გემოვნებიან მაყურებელს) , თუ საერთოდ არ ვმართავთ სპექტაკლებს?
სადაც სიყალბეა იქ ცხოვრების გათამაშებას სცენაზე ვერ მოახდენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყალბი მსახიობები ვართ და ცუდად ვდგამთ ჩვენივე სპექტაკლებს. უფრო სწორად, რეჟისორები გვყავს ცუდი. ჩვენ კი დაბალფასიანი თოჯინებივით ვიქცევით. . . გვმართავენ.
კონფორმიზმი და ყველაფერი კვაზი. . . ესაა ჩვენი იარლიყი. . . ჩვენი გერბი და სიმბოლო. ჩვენი სახეების გამოქანდაკება რომ შემეძლოს, არც კი ვიცი რას გამოვაქანდაკებდი. არა, მე არ ვამბობ რომ ადამიანის სახე დავკარგეთ. უბრალოდ, ჩვენ ადამიანობა დავაძინეთ ჩვენში და მართლა ჩაკდვება, თუ ყველანაირად დავთრგუნეთ.
საერთოდ, ყველამ ვიცით, რომ ზნეობრივი და საზოგადოებრივი ღირებულებები იცვლება ეპოქალურად, ეს ბუნების კანონია და ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ “შეცვლა” გაქრობამ ჩაანაცვლოს. ჩვენ უნდა დავხვეწოთ ღირებულებები და მსოფლმხედველობა. იესო ამბობს: “ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც. “
ხშირად ეშლებათ და ამბობენ, რომ ახლა 21-ე საუკუნეა და ზნეობრივი “მეც” სხვანაირი ხდება. მერე და როგორ? ეს ცვლილებაა? როცა ზნეობრივ ღირებულებებს აქრობენ და სხვა რამით ანაცვლებენ - ამას ისევ ღირებულებებს რატომ არქმევენ? მე არ მინდა გრძნობები დავამახინჯოთ.
იცით, კვაზი-რწმენა რომელიც ასე გავრცელებულია ჩვენში, ადამიანობას ნამდვილად დააძინებს . . .ის რომ ჩვენ ზედმეტ სიყალბეში გადავვარდით და ადამიანობანას ვთამაშობთ, უკვე საკუთარ თავებთან დარჩენილებიც ვეღარ ვუსწორებთ თვალს ჩვენს “მეს” . იმდენად ვეჩვევით ფრენას, ცუდად ფრენას, რომ ჩვენს ფიქრებშიც კი გვეშინია ვიყოთ გულახდილები.
ალბათ, იტყვით, დარჩება კი რაიმე “გადარჩენილი” ღირებულება, როცა კონფორმიზმი მატულობს. მე ვფიქრობ არაფერიც. იცით, როცა ერთ ზნეობრივ ღირებულებას დაეჯახება რაღაც უცხო და პროვიცნიული უზნეობა, სხვა ჩვენს გრძნობებსაც დაუპირისპირდება უზნეობა. ის ვირუსივით ვრცელდება ყველა და ყველაფერზე. . .
სიყვარული და პოლიტიკა. . . იტყვით რა კავშირშიაო?
ის რომ პოლიტიკა ზოგადად მეცნიერება ქვევით ეშვება, ის რომ ყველა ერთნაირი ენით ვსაუბრობთ, ის რომ ტელევიზია “ღირებულებებით” გვავსებს, ვისვებით ამ ღირებულებებით და სიყვარულიც ასე უფასურდება.
რიგითი გრძნობა ხომ არაა და ხელწამოსაკრავი სიყვარული. თუმცა რასაც გრძნობა ჰქვია რა არის ხელწამოსაკრავი. გრძნობა ხომ სულის ნაწილია. სული მოძრაობს როცა რაღაცას გრძნობ და თანაუგრძნობ. ხოდა, სიყვარულზე ვსაუბრობდი. სიყვარულსაც შეუცვალეს სახელი. გადაედო და შეეყარა პოლიტიკის სენი. როგორც პოლიტიკაში,ისე ამ გრძნობაშიც ჩარიეს ბინძური უზნეობანი და ჩუმად , მაგრამ საკმაოდ სწრაფად გვაცლიან და გვისხვაფერებენ ნამდვილი სიყვარულის გრძნობას. და ბოლოს ამ მთავარი გრძნობით თუ ადამიანის სპეკულირებას შეძლებენ , დამერწმუნეთ უკვე სხვა ყველა ღირებულების მართვაა შესაძლებელი.. ანუ ადამიანთაშორის დამყარებული სიცივე. . . ასე ხომ უფრო ადვილია . . .
თუ ადამიანობა, რომელიც სიყვარულში მოაიაზრება, მახინჯურად და კვაზურად იქნება აღქმული, რაღა თქმა უნდა საქმეც გაკეთებულია და ადამიანურობის დეფორმაციასაც წინ აღარაფერი დაუდგება.
რატომ ვლაპარაკობ ამაზე? ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ მგონია, რომ ჩემთან არ მოსულა ის დეფორმატორი და ჯერ ჩემში არ მომხდარა ცვლიელებები. პირიქით მე ვფიქრობ, იარაღზე, რომელიც ამ ყველაფერს გაანადგურებს. მე ვფიქრობ და თქვენც იფიქრებთ.… ჩვენ უნდა შევქმნათ იარაღი, რომელიც ამ გლობალურ სენს დაამარცხებს, .. . იქნებ ყველას გაწუხებთ რაღაც და ვერ მიმხვდარხართ რომ თქვენს სულში დაძვრებიან და ქურდობენ. სანამ საბოლოოდ არ გაგქურდავენ ვიფიქროთ ამაზე.
ვიფიქროთ და გადავრჩებით. . .
ფიქრი ამაზე, უკვე იარაღის ერთ-ერთი ნაწილია. . .
Christ enjoins people to “not lay up for yourselves treasures on earth… but lay up for yourself treasures in heaven.”
. . . !!!
ხატია ჩოგოვაძე



8 comments:
momavali agata kristi xar namdvili :*:*:* carmoidgine am shens saocar mcerlur nichs iuristis xedvac rom daemateba, au ra iqnebiiii :">:"> pirveli cigni sheni avtograpit vis?!?!?!?!cnobili rom gaxdebi agarc gamixseneb, magram me getyvi: gaxsovs xubukunaze rom ckmutunebdi mashin ki viyavi megobari metqi!!!;(;(
xatia, sheni azri chemtvisac misagebia. getanxmebi, rom xshirad chveni cxovreba sxvebisatvis dadfgmul speqtakls gavs, romelshic yvela mtavar rols asrulebs garda chveni. momwons, rogorc wer... warmatebebi :)))
ვაიმე რა მომავალს მიწინასწარმეტყველეებს?! :* გპირდები, ერთ სტატიას შენ და ხუბუას მოგიძღვნით და იურიდიულად გაგაანალიზებთ!!! : ))) ამის დიდი სურვილი მაქვს
მადლობა მაიკო :*** მეც წარმატებებს გისურვებ
კარგა ხანია ასე ინტერესით არ წამიკითხავს... თან უკვე მეორედ ვკითხულობდი... ბრავო! ძალიან მომწონს შენი წერის სტილი : )
პ.ს. აქაც ხუბუა? : D
მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის !!!
ხო, ვერ ავცდით "იქაურობას" : ))))
ძალიან საინტერესო ესეა ხატული !!! მიყვარს ადამიანები,რომელთაც ამ ცხოვრებაზე დაფიქრება შეუძლიათ და მისი არსის ასე ღრმად გაანალიზება.საინტერესო ადამიანი ხარ,შენში ნამდვილად არის მწერლის ნიჭი.მწერალმა,პოეტი იქნება ის თუ პროზაიკოსი მთავარია ადამიანის სულიერ სამყარომდე მიაღწიოს და გრძნობა აგუძრას მას.მწერლის მთავარი ფუნქციაა მკითხველი დააფიქროს ამ ქვეყნიურ ამაოებაზე.ჩემი აზრის შენ ეს შეძელი !!! მიყვარხარ და ახლა უკვე სხვა კუტხით გაგიცანი. N.KH.
Go away Mammons!!!
Post a Comment