ზოგი ფილმი საინტერესოა,ზოგი არა. ზოგი დრამაა, ზოგი კომედია. . . მოკლედ, ასეა ადამიანების ცხოვრებაც. ხალხი სპექტაკლივით ადევნებს თვალს ჩვენს ცხოვრებას და ერევა მასში. ხან დრამად გვიქცევენ ყველაფერს, ხან კი კომიკურ პერსონაჟებად გადაგვაქცევენ. სპექტაკლის წარმატებაც ხომ იმაზეა დამოკიდებული რამდენად მოეწონება ხალხს. მქუხარე ტაში, გადავსებული დარბაზი, თუ მხოლოდ ერთი და ბოლო წარმოდგენა ,როგორც ჩვენს ცხოვრებაში.
. . . ან აღმავლობა და ბევრი სპექტაკლი დიდი ანშლაგით, ან კიდევ ნახევრად ცარიელი დარბაზები, მცირე შემოსავლებით. მსახიობები ხალხს ართობენ და ცდილობენ მათ გონებაში შეღწევას, ასეა ცხოვრებაც. ჩვენ ვთამაშობთ ერთმანეთისთვის და ერთმანეთში. . . მთავარია ამ თამაშში არ წავაგოთ, ვინმეს მსხვერპლი არ გავხდეთ.
რა ხდება დღეს? ახლა როგორი სპექტაკლები იდგმება ჩვენში? პრემიერებით აღსავსე, გემოვნებიანი მაყურებლებით სავსე დარბაზებით (თუმცა, ისიც საკითხავია ვის დავარქმევთ გემოვნებიან მაყურებელს) , თუ საერთოდ არ ვმართავთ სპექტაკლებს?
სადაც სიყალბეა იქ ცხოვრების გათამაშებას სცენაზე ვერ მოახდენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყალბი მსახიობები ვართ და ცუდად ვდგამთ ჩვენივე სპექტაკლებს. უფრო სწორად, რეჟისორები გვყავს ცუდი. ჩვენ კი დაბალფასიანი თოჯინებივით ვიქცევით. . . გვმართავენ.
კონფორმიზმი და ყველაფერი კვაზი. . . ესაა ჩვენი იარლიყი. . . ჩვენი გერბი და სიმბოლო. ჩვენი სახეების გამოქანდაკება რომ შემეძლოს, არც კი ვიცი რას გამოვაქანდაკებდი. არა, მე არ ვამბობ რომ ადამიანის სახე დავკარგეთ. უბრალოდ, ჩვენ ადამიანობა დავაძინეთ ჩვენში და მართლა ჩაკდვება, თუ ყველანაირად დავთრგუნეთ.
საერთოდ, ყველამ ვიცით, რომ ზნეობრივი და საზოგადოებრივი ღირებულებები იცვლება ეპოქალურად, ეს ბუნების კანონია და ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ “შეცვლა” გაქრობამ ჩაანაცვლოს. ჩვენ უნდა დავხვეწოთ ღირებულებები და მსოფლმხედველობა. იესო ამბობს: “ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც. “
ხშირად ეშლებათ და ამბობენ, რომ ახლა 21-ე საუკუნეა და ზნეობრივი “მეც” სხვანაირი ხდება. მერე და როგორ? ეს ცვლილებაა? როცა ზნეობრივ ღირებულებებს აქრობენ და სხვა რამით ანაცვლებენ - ამას ისევ ღირებულებებს რატომ არქმევენ? მე არ მინდა გრძნობები დავამახინჯოთ.
იცით, კვაზი-რწმენა რომელიც ასე გავრცელებულია ჩვენში, ადამიანობას ნამდვილად დააძინებს . . .ის რომ ჩვენ ზედმეტ სიყალბეში გადავვარდით და ადამიანობანას ვთამაშობთ, უკვე საკუთარ თავებთან დარჩენილებიც ვეღარ ვუსწორებთ თვალს ჩვენს “მეს” . იმდენად ვეჩვევით ფრენას, ცუდად ფრენას, რომ ჩვენს ფიქრებშიც კი გვეშინია ვიყოთ გულახდილები.
ალბათ, იტყვით, დარჩება კი რაიმე “გადარჩენილი” ღირებულება, როცა კონფორმიზმი მატულობს. მე ვფიქრობ არაფერიც. იცით, როცა ერთ ზნეობრივ ღირებულებას დაეჯახება რაღაც უცხო და პროვიცნიული უზნეობა, სხვა ჩვენს გრძნობებსაც დაუპირისპირდება უზნეობა. ის ვირუსივით ვრცელდება ყველა და ყველაფერზე. . .
სიყვარული და პოლიტიკა. . . იტყვით რა კავშირშიაო?
ის რომ პოლიტიკა ზოგადად მეცნიერება ქვევით ეშვება, ის რომ ყველა ერთნაირი ენით ვსაუბრობთ, ის რომ ტელევიზია “ღირებულებებით” გვავსებს, ვისვებით ამ ღირებულებებით და სიყვარულიც ასე უფასურდება.
რიგითი გრძნობა ხომ არაა და ხელწამოსაკრავი სიყვარული. თუმცა რასაც გრძნობა ჰქვია რა არის ხელწამოსაკრავი. გრძნობა ხომ სულის ნაწილია. სული მოძრაობს როცა რაღაცას გრძნობ და თანაუგრძნობ. ხოდა, სიყვარულზე ვსაუბრობდი. სიყვარულსაც შეუცვალეს სახელი. გადაედო და შეეყარა პოლიტიკის სენი. როგორც პოლიტიკაში,ისე ამ გრძნობაშიც ჩარიეს ბინძური უზნეობანი და ჩუმად , მაგრამ საკმაოდ სწრაფად გვაცლიან და გვისხვაფერებენ ნამდვილი სიყვარულის გრძნობას. და ბოლოს ამ მთავარი გრძნობით თუ ადამიანის სპეკულირებას შეძლებენ , დამერწმუნეთ უკვე სხვა ყველა ღირებულების მართვაა შესაძლებელი.. ანუ ადამიანთაშორის დამყარებული სიცივე. . . ასე ხომ უფრო ადვილია . . .
თუ ადამიანობა, რომელიც სიყვარულში მოაიაზრება, მახინჯურად და კვაზურად იქნება აღქმული, რაღა თქმა უნდა საქმეც გაკეთებულია და ადამიანურობის დეფორმაციასაც წინ აღარაფერი დაუდგება.
რატომ ვლაპარაკობ ამაზე? ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ მგონია, რომ ჩემთან არ მოსულა ის დეფორმატორი და ჯერ ჩემში არ მომხდარა ცვლიელებები. პირიქით მე ვფიქრობ, იარაღზე, რომელიც ამ ყველაფერს გაანადგურებს. მე ვფიქრობ და თქვენც იფიქრებთ.… ჩვენ უნდა შევქმნათ იარაღი, რომელიც ამ გლობალურ სენს დაამარცხებს, .. . იქნებ ყველას გაწუხებთ რაღაც და ვერ მიმხვდარხართ რომ თქვენს სულში დაძვრებიან და ქურდობენ. სანამ საბოლოოდ არ გაგქურდავენ ვიფიქროთ ამაზე.
ვიფიქროთ და გადავრჩებით. . .
ფიქრი ამაზე, უკვე იარაღის ერთ-ერთი ნაწილია. . .
Pink Floyd we don't need no education საუკეთესო საპროტესტო მაგალითია, მასების მართვის წინააღმდეგ. ფიქრის კონსერვაცია და აბსტრაჰირება ყოველგვარი იდნივიდუალიზმისაგან- სწორედ ამის ჩვენება უნდა Pink Floyd -ს. და როგორ გგონიათ, ახლა ეს აქტუალური სენი არაა ჩვენში? ყველაზე დიდი უკიდურესობა მაშინ დადგება, როცა უკვე ჯერ შემაწუხებელი ჩვენი “მართვა”, სიამოვნებად გადაგვექცევა და თავად გვექნება “მონობის” მოთხოვნილება. აი, ამ დროს უკვე დაძინებული ადამიანობა, როდის გაიღვიძებს რთული სათქმელია, პირიქით ყველაზე საშიშია ასეთი “ადამიანი”. სულით მონა ყველაზე დიდი მტერია! ის ყოველთვის საუკეთესო იარაღია, მიზნის მისაღწევად. როგორ გგონიათ, როგორ ცდილობდნენ მასონები ძალაუფლების მოპოვებას?! რა იყო მათი გარანტიები და საუკეთესო ხერხი? . . .
ხო. . . და პოლიტიკა. . . მოგბეზრდათ ხომ პოლიტიკური სპექტაკლები? სპექტაკლებსაც ვერ დაარქმევ, იმდენად უნიჭოდ იდგმება ეს ყველაფერი, უკვე სასაცილოც აღარ არის. უკვე მოსაბეზრებელია. და ამ ყველაფრის უკან ჩვენ ვდგავართ. ნეტავ იცოდნენ ამ “სიმართლის ფერხულში” ჩაბმულმა “პოლიტიკანებმა” რას ემსგავსებიან? ყველაზე შემაწუხებელი მათი წუწუნია. წუწუნებენ. . . იმიტომ რომ ზოგს ჰალსტუხი უჭერს და ნანობს, რომ ასეთი სითამამე წამგებიანი აღმოჩნდა მისთვის, როდის მისცემენ ახლა მას თავის ზომა “კოსტიუმს”. და ზოგს კი საწმერთული დაუძველდა და ძვრება. ამის ფონზე, ზოგი, სხვების გულის გასახეთქად, ათასჯერ იცვლის ჭრელა-ჭრულა საცვლებს.
უკვე განსხვავებული მსჯელობა პრობლემა გახდა ჩვენში. არაადეკვატურად დროსთან და სივრცესთან შეუსაბამობაში გადადგმული ნაბიჯები მარცხით მთავრდება. სერიოზულობას ვკარგავთ. . . თვშეკავების უნარს. . . სითამამის საზღვრებს. . .
ვინ არის დამნაშავე?
თქვენ ფიქრობთ რომ ასეთი ვითარება სხვაგან არ არის? არის. . . უბრალოდ, ჩვენთან ქართულად ხდება გლობალური პრობლემები. . . ქართულად ვახდენთ უცხოურის მახინჯურ იმიტაციას.
ილია. . . რა აქტუალურია დღეს ჩვენში თერგდალეულობა. ჩვენი ხასიათია ასეთი. . . ჯიუტები ვართ. გვიყვარს ერთი და იგივე ადგილზე ტრიალი და მუდამ წარსულის განდიდება. იარაღი ჩვენი ენის, ხსნა და გადარჩენა, პრობლემების მოგვარება _ ქვეყნის რენესანსული პერიოდის გაანალიზება და ამით აღტკინებული პატრიოტიზმის ჩვენებაა.
მორჩა. . . დამთავრდა. . . ვეღარ გვიშველის აწი მარტო ის წარსული. . . წარსულს აწმყოც სჭირდება თავისი მომავლით! აწმყოში ისევ წარსული. . . გავჩერდით? ხო. . . ჩვენ ზარმაცები ვართ. . . გამოჩნდება წმინდანი, მხსნელი ჩვენი და მერე ჩვენს თავებს ვაბრალებთ ხოლმე იმ წმინდანის საგმირო საქმეებს.
მხოლოდ წუწუნი. . . ყველაზე ცუდი ჩვევაა. . . წითელი წაღები უნდა ყველას. ჩვენ რაც დავიბადეთ, სულ წითელი წაღები გველანდება. ჩაგვეტევა თუ არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა.
“შეხედეთ, შეხედეთ, როგორი წაღები აცვია! როგორ უხდება! კეისრული, პრიალა, ჭრაჭუნა! ჩემი პატარა კეისარი, კეთილი კეისარი! პაკ-პუკ, პაკ-პუკ, მობაკუნობს კეისარი! გზა მიეცით კეისარსა!”
. . .
რა გვიხსნის ჩვენ ამ სენისგან? როგორ დავივიწყოთ წითელი წაღები? განა, ყოველთვის ასე არ იყო? მართლაც და რა არის გასაკვირი ამ ყველაფერში? ის, რაც დღეს ჩვენი გასაჭირია, ის რაც ჩვენს ადამიანურობის პრობლემაშია, განა ეს დასაბამიდან არ იღებს სათავეს? განა ყველა ცოდვა, რასაც ჩავდივართ, რომელიმე გასაკვირია? არა, უბრალოდ გახშირდა. . . გახშირდა და გამრავლდა “უძღები შვილი”. არ უნდა დავახრჩოთ ადამიანურობა. რაც უფრო ვეჩვევით, მით უფრო ვრბმავდებით. . . ჩვენ სული უნდა ვკვებოთ. . . და არ უნდა გავხდეთ მამონას მსახურები.
Christ enjoins people to “not lay up for yourselves treasures on earth… but lay up for yourself treasures in heaven.”
. . . !!!
ხატია ჩოგოვაძე
23.02.2010