
ზოგჯერ უნდა ყველა წესი დაჩრდილო და დაამსხვრიო!
დედამიწას სიგიჟეში გაუსწრო და გააკვირვო.
გააბრიყვო, შეუტიო თამამ მეცნიერებას,
და ჩაჰყვირო ზემოდან ამ შენს ქვეყნიერებას _
ის, რაც შენ ძლიერ გსურდა. . !
ერთხელ სიკვდილიც მოგინდეს უნდა,
სიცოცხლეს რომ არ დასჭირდეს ხურდა.
ამპარტავნობა უზნეოდ ბრუნავს,
ემოციები სიტყვებში ბჟუტავს,
ხანდახან ენაც დაგებას უნდა. .
სულს მიეც ცოტა საკვები ლუკმა.
თქვი ის, რაც ასე ჩვენში დაყრუვდა!
დრო გ ა დ ა დ უ ღ დ ა!!!
თორემ სიცივით სითბო დაგუბდა_
უგრძნო თავებმა მიწა გაგუდა!!!
სული აფრინე . .
გული აფიქრე . .
მზის ტოტებზე ჩამოჯექი
და ღრუბელი დაამსხვირე.
მზის აკვანი დაარწიე
მზის კონტური გაამსხვილე,
ნისლის ფარდა გადასწიე!
სული აფრინე
და გ ა ა ფ რ ი ნ ე !!!
!!!
2010წელი
"კომერციული" ლექსი
თუ აწმყო ჩვენი შეიყვარებს იმიტაციას
ის გაამძაფრებს გრძნობების დევალვაციას,
დაუმორჩილებს გულს უშფოთველად,
ცივ მჭრელ სანქციას._
მაშინ გაქრება უკვდავებით ლანდი შამხატის,
დაიცრიცება მისტიური გაუგებრობა,
აღარ ვიფიქრებთ ჰორიზონტთა ზღვარი სად გადის,
და არც შემთხვევას დაერქმევა დაუდევრობა.
არ უნდა დამთავრდეს!
უნდა შეიცვალოს_
მირაჟის ტირაჟი
და გარიჟრაჟი
ჩვენი. . .
არ უნდა გაქრეს
ქუჩაში მტვერი!
მას უნდა ახლა
უფრო სხვა ფერი!
არ შეიღებოს ჩუქურთმა ძველი!
თუნდაც გავიდეს ათასი წელი!
. . . . . . .
და დავუჩოქოთ ღვთისმშობლის ცრემლს,
ჩვებ ვეამბოროთ სიწმინდის ფერს!
მარტი, 2010წელი
* * * ვიპოვე. . .
ვიპოვე. . . მაშინ ვიპოვე. . .არეული დავალაგე, დალაგებული ავრიე, რაც მაღიმებდა, იმან ამატირა, რაც მატირებდა- სევდა გამიქრო. შვება ვიგრძენი. . . ახალი დავინახე ძველში . . . წარსულში აწმყო და აწმყოში მომავალი. . . და გადავწყვიტე გავყოლოდი ამ ჯაჭვს. მე კი არ ვფიქრობდი, ის ფიქრობდა ჩემში. მან მოახერხა ჩემით დაენახა საკუთარი თავი. მე არ ველოდი. . . არ ველოდი , თუ ვიპოვიდი, მაგრამ ვიპოვე. . . ან მან მიპოვა. . . ალბათ მან, იმიტომ რომ მე ვერ ვიპოვიდი. . . მუდმივად ვეძებდი , მაგრამ პოვნით ვერ ვიპოვიდი, რადგან ის იყო მომავალი, წარსული , მე კი აწმყო. . .ის უნდა მოსულიყო ჩემთან.
იცით, ღიმილი მუდამ არ არის ღიმილი და არც ცრემლი ნიშნავს მუდამ ცრემლს. არც ტკივილია მუდამ ტკივილი. და საერთოდ მუდამ ყველაფერი არასდროს არ ნიშნავს ყველაფერს.
სულის ღიმილი იშვიათად მოდის. გულახდილი ღიმილი. მე სიცილზე უფრო მეტად ღიმილი მიყვარს. ღიმილი უფრო ფიქრიანი და ღრმაა ჩემთვის. სიცილი კი უცებ მოდის და უცებ ქრება. . . არ გიტოვებს სათქმელს. ღიმილი, თუ ის სულის ღიმილია, ნამდვილი. . . არასოდეს გავიწყებს თავს. . . ცრემლი?! მე ცრემლიც მიყვარს. . . ოღონდ ისიც სულის. . .
და როცა ის მე ვიპოვე. . . და არეული დავალაგე. . .დალაგებული ავრიე. . . დიდიხნის მონატრებული სულის ღიმილი მაჩუქა მან და ამატირა. . .
რამდენი ხანი ველოდი მის ამოცნობას. . . და ეს მოხდა. . . თვითონ ამომიცნო და მეც ამოვიცანი.
ახლა, რამდენჯერაც შევხედავ იმდენჯერ ამრევს, დამალაგებს. ამატირებს, გამაღიმებს და ისე დავშორდები. . . მერე მისი აჩრდილით ვებმები ყოფიერ ცხოვრებაში.
შემცვალა. . .რაც მე ის ვიპოვე. . . ახლა ვინტერესდები უფრო სხვა თვალით , ვიდრე ადრე. . . რაც მთავარია სულით გაღიმება შემიძლია. გაცილებით მარტივად ვაღებ კარს. . .
ის ჩემია. . .მე ის ვიპოვე. . . დავინახე, თუ მან დამანახა ის, რასაც ვეძებდი, ვერ გამირკვევია, მაგრამ ახლა ადამიანზე სხვანაირად ვფიქრობ. და საერთოდ, უცნაურად ვიქცევი. . . მაჩუქა მან ეს უცნაურობა,ამის უნარი მომცა. უცნაურობა ეს ადამიანებში, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის უცნაურობა. უცნაურობა იყო მაშინ, სანამ მას ვეძებდი. . .
aხლა ვარ სხვა ფაზაში. სხვაგან. . . ვისვები და ვიცლები სხვანაირად. . . ვეძებ ყველაფერს სხვანაირად. მიხარია. . .
ხო, ვიტყვი რა ვიპოვე. . . არა, ჯერ ვიტყვი რას ვეძებდი. . . თუმცა რასაც ვეძებდი, ის ვიპოვე. . . მაგრამ მაინც ცალ-ცალკე ვიტყვი. . .
ასე მგონია, ყველა ადამიანი იბადება ორჯერ. რას ნიშნავს ორჯერ? ერთდროულად ორი “მე “ იბადება. ოღონდ არა ერთად , არამედ ცალ-ცალკე. ერთი ყოფიერებით სავსე, ჩვეულებრივ აწმყოში მოსიარულე ადამიანია, რომელიც აკეთებს იმას, რაც არ არის მისი ინდივიდუალიზმი. მოკლედ, აყოლილია ყოფიერების რიტმს. ცხოვრობს ჩვეულებრივად, ტირის, იცინის, ტკივა, არ ტკივა, ლაპარაკობს, ფიქრობს, ხატავს, წერს, კითხულობს, მუშაობს. . . ისე როგორც სხვები. . . და ამაში არაფერია გასაკვირი. უყვარს, სძულს, ბრაზდება, უშვებს შეცდომებს, ღალატობს, ერთგულობს, როგორც სხვები. . . უცნაურობს, ინდივიდუალობს, წარმატებას აღწევს, ძირს ეშვება, მდიდრდება თუ ღარიბდება, ისე როგორც სხვები. . . მაგრამ არსებობს მეორე “მე”, რომელსაც ისევე შეუძლია ცხოვრება, როგორც პირველ “მეს”. . . ოღონდ. . . ოღონდ სხვანაირად. . . აი, სულის ღიმილი. . . სწორედ ეს არის მეორე “მე”. პირველ “მეს” არ შეუძლია სულის ღიმილი. პირველ “მეს” არ შეუძლია ისეთი სიყვარული, როგორც სულით მომღიმარს. . . მას არ შეუძლია დაინახოს ის, რასაც ხედავს მეორე “მე”. მაგრამ. . . ადამიანს ეს “მე” დაბადებიდან თან არ დაჰყვება. ის იბადება პირველი “მე”-თი და უნდა ეძებოს ის მეორე. ეძებოს , ეძებოს. . . ყველგან.
მეც ვეძებდი. . . ვიპოვე. . . აი, ის რაც ვიპოვე-ეს მეორე “მე”-ა. ვიპოვე, მივუახლოვდი. შევეხე მას. . . გავძლიერდი უფრო, შემავსო. ხან ქრება , ხან მოდის. . .
ისევ, ვეძებ მას. . . უკვე ნაპოვნს. . .
მაშინ, როცა ის ვიპოვე. . . რენუარის ნახატში იყო. რენუარის გოგოს ვუყურებდი და მის ამოცნობას ვცდილობდი. ისე მეუცნაურა, არა ისე , როგორც ყოველთვის, არამედ სხვანაირად. მაშინ გამეღიმა სულით. . . და მაშინ ვიპოვე ის ჩემნაირი. . . უფრო, სწორედ ჩემი სული იმ ნახატში, ჩემი მეორე “მე”. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ , როგორია “დახატული” ჩემი სული იმ ნახატში.
ხო. . . ჩაუსაფრდი ადამიანო შენს “მეს”. ჩვენ ხომ ორჯერ ვიბადებით. ვეძებოთ ის. . . რომ ვხედავდეთ იმას, რასაც ვერ ვხედავთ. . . მგონია, რომ ხელოვნება ყოველთვის იმ მეორე ‘მე”-თი იქმნება. ნაპოვნი ‘მე”თი. მგონია, რომ ორჯერ და ცალ-ცალკე დაბადებული ორი მფრინავი “მე” ერთმანეთს უნდა დაეჯახოს, რომ მიუახლოვდეს უფალს. უფალთან მიახლოება, ყოველთვის ხელოვნებას ბადებს. დატოვებული ხელოვნება კი, რენუარის ნახატივით, გეხმარება “მე”-ს პოვნაში, რომელიც სულით გაგაღიმებს და აგატირებს, აგრევს და დაგალაგებს, გაწამებს და გაგაბედნიერებს.. . შეგაყვარებს!
ისე არ უნდა მოკვდე , თუ ოდნავ მაინც არ შეეხე მას ადამიანო! ეს ისეთი ბედნიერებაა, თუ უცებ ნაპოვნმა მიგატოვა, მარტოდ დარჩენილი იმ პირველი “მე”-თი, ამას ვერ ახსნი, ვერ დახატავ, ვერ დაწერ, ვერ შეიყვარებ. . .
უფრო სწორედ, მე არ უნდა მეთქვა სიტყვა –მოკვდე. არა, როცა მას იპოვი აღარ მოკვდები. . . აღარ! ხელოვნება არ კდვება. ხელოვნება კი შენი მეორე “მეა”. მარტო პირველი მოსიარულე “აწმყო” ქრება. ხელოვნებით აწმყოში მომავალს ქმნი. . . შენს სამუდამო მომავალს. . . სიცოცხლე უნდა იპოვო . იპოვო. . .რომ შეგეძლოს სულით გაღიმება, სულით ტკივილი. . .
ვიპოვე. . . მაშინ ვიპოვე. . .არეული დავალაგე, დალაგებული ავრიე, რაც მაღიმებდა, იმან ამატირა, რაც მატირებდა- სევდა გამიქრო. შვება ვიგრძენი. . . ახალი დავინახე ძველში . . . წარსულში აწმყო და აწმყოში მომავალი. . . და გადავწყვიტე გავყოლოდი ამ ჯაჭვს.
ხატია ჩოგოვაძე
20.02.2010
სამი გრაცია ზევსის წინ დგას
და ღვთიურობით ოცნებებს წვავს.
კეკლუცი ღიმილით მღერიან ქარიტები
ათოვენ მათ და კვდებიან მაგიდები.
მუსიკა დალეული მთვარე ღამეს კლავს.
და მოწყვეტილ ერთ ვარსკვლავზე ღვთიურ ღვინოს სვამს.
ღვიურ მშფითვარებაში დაჩრდილულან მასპინძლები
დაფლეთილან ღამეები, მთვარე და სხივები.
ნატვრას ისევ სინაზეს თვალით ემთხვია მას.
ნისლმორეულ ოლიმპოდან ზევსი მარად ჩანს.
კეკლუცი ღმილით მღერიან ქარიტები
ათოვენ მათ და კვდებიან მაგიდები.
28.05..2008
ხატია ჩოგოვაძე
Mammon
Christ is quoted as stating:
“No one can serve two masters;
for either will he hate the one and
love the other…
You cannot serve God and
Mammon.”
New Testament. In Matthew
6:19-24,
ზოგი ფილმი საინტერესოა,ზოგი არა. ზოგი დრამაა, ზოგი კომედია. . . მოკლედ, ასეა ადამიანების ცხოვრებაც. ხალხი სპექტაკლივით ადევნებს თვალს ჩვენს ცხოვრებას და ერევა მასში. ხან დრამად გვიქცევენ ყველაფერს, ხან კი კომიკურ პერსონაჟებად გადაგვაქცევენ. სპექტაკლის წარმატებაც ხომ იმაზეა დამოკიდებული რამდენად მოეწონება ხალხს. მქუხარე ტაში, გადავსებული დარბაზი, თუ მხოლოდ ერთი და ბოლო წარმოდგენა ,როგორც ჩვენს ცხოვრებაში.
. . . ან აღმავლობა და ბევრი სპექტაკლი დიდი ანშლაგით, ან კიდევ ნახევრად ცარიელი დარბაზები, მცირე შემოსავლებით. მსახიობები ხალხს ართობენ და ცდილობენ მათ გონებაში შეღწევას, ასეა ცხოვრებაც. ჩვენ ვთამაშობთ ერთმანეთისთვის და ერთმანეთში. . . მთავარია ამ თამაშში არ წავაგოთ, ვინმეს მსხვერპლი არ გავხდეთ.
რა ხდება დღეს? ახლა როგორი სპექტაკლები იდგმება ჩვენში? პრემიერებით აღსავსე, გემოვნებიანი მაყურებლებით სავსე დარბაზებით (თუმცა, ისიც საკითხავია ვის დავარქმევთ გემოვნებიან მაყურებელს) , თუ საერთოდ არ ვმართავთ სპექტაკლებს?
სადაც სიყალბეა იქ ცხოვრების გათამაშებას სცენაზე ვერ მოახდენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყალბი მსახიობები ვართ და ცუდად ვდგამთ ჩვენივე სპექტაკლებს. უფრო სწორად, რეჟისორები გვყავს ცუდი. ჩვენ კი დაბალფასიანი თოჯინებივით ვიქცევით. . . გვმართავენ.
კონფორმიზმი და ყველაფერი კვაზი. . . ესაა ჩვენი იარლიყი. . . ჩვენი გერბი და სიმბოლო. ჩვენი სახეების გამოქანდაკება რომ შემეძლოს, არც კი ვიცი რას გამოვაქანდაკებდი. არა, მე არ ვამბობ რომ ადამიანის სახე დავკარგეთ. უბრალოდ, ჩვენ ადამიანობა დავაძინეთ ჩვენში და მართლა ჩაკდვება, თუ ყველანაირად დავთრგუნეთ.
საერთოდ, ყველამ ვიცით, რომ ზნეობრივი და საზოგადოებრივი ღირებულებები იცვლება ეპოქალურად, ეს ბუნების კანონია და ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ “შეცვლა” გაქრობამ ჩაანაცვლოს. ჩვენ უნდა დავხვეწოთ ღირებულებები და მსოფლმხედველობა. იესო ამბობს: “ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც. “
ხშირად ეშლებათ და ამბობენ, რომ ახლა 21-ე საუკუნეა და ზნეობრივი “მეც” სხვანაირი ხდება. მერე და როგორ? ეს ცვლილებაა? როცა ზნეობრივ ღირებულებებს აქრობენ და სხვა რამით ანაცვლებენ - ამას ისევ ღირებულებებს რატომ არქმევენ? მე არ მინდა გრძნობები დავამახინჯოთ.
იცით, კვაზი-რწმენა რომელიც ასე გავრცელებულია ჩვენში, ადამიანობას ნამდვილად დააძინებს . . .ის რომ ჩვენ ზედმეტ სიყალბეში გადავვარდით და ადამიანობანას ვთამაშობთ, უკვე საკუთარ თავებთან დარჩენილებიც ვეღარ ვუსწორებთ თვალს ჩვენს “მეს” . იმდენად ვეჩვევით ფრენას, ცუდად ფრენას, რომ ჩვენს ფიქრებშიც კი გვეშინია ვიყოთ გულახდილები.
ალბათ, იტყვით, დარჩება კი რაიმე “გადარჩენილი” ღირებულება, როცა კონფორმიზმი მატულობს. მე ვფიქრობ არაფერიც. იცით, როცა ერთ ზნეობრივ ღირებულებას დაეჯახება რაღაც უცხო და პროვიცნიული უზნეობა, სხვა ჩვენს გრძნობებსაც დაუპირისპირდება უზნეობა. ის ვირუსივით ვრცელდება ყველა და ყველაფერზე. . .
სიყვარული და პოლიტიკა. . . იტყვით რა კავშირშიაო?
ის რომ პოლიტიკა ზოგადად მეცნიერება ქვევით ეშვება, ის რომ ყველა ერთნაირი ენით ვსაუბრობთ, ის რომ ტელევიზია “ღირებულებებით” გვავსებს, ვისვებით ამ ღირებულებებით და სიყვარულიც ასე უფასურდება.
რიგითი გრძნობა ხომ არაა და ხელწამოსაკრავი სიყვარული. თუმცა რასაც გრძნობა ჰქვია რა არის ხელწამოსაკრავი. გრძნობა ხომ სულის ნაწილია. სული მოძრაობს როცა რაღაცას გრძნობ და თანაუგრძნობ. ხოდა, სიყვარულზე ვსაუბრობდი. სიყვარულსაც შეუცვალეს სახელი. გადაედო და შეეყარა პოლიტიკის სენი. როგორც პოლიტიკაში,ისე ამ გრძნობაშიც ჩარიეს ბინძური უზნეობანი და ჩუმად , მაგრამ საკმაოდ სწრაფად გვაცლიან და გვისხვაფერებენ ნამდვილი სიყვარულის გრძნობას. და ბოლოს ამ მთავარი გრძნობით თუ ადამიანის სპეკულირებას შეძლებენ , დამერწმუნეთ უკვე სხვა ყველა ღირებულების მართვაა შესაძლებელი.. ანუ ადამიანთაშორის დამყარებული სიცივე. . . ასე ხომ უფრო ადვილია . . .
თუ ადამიანობა, რომელიც სიყვარულში მოაიაზრება, მახინჯურად და კვაზურად იქნება აღქმული, რაღა თქმა უნდა საქმეც გაკეთებულია და ადამიანურობის დეფორმაციასაც წინ აღარაფერი დაუდგება.
რატომ ვლაპარაკობ ამაზე? ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ მგონია, რომ ჩემთან არ მოსულა ის დეფორმატორი და ჯერ ჩემში არ მომხდარა ცვლიელებები. პირიქით მე ვფიქრობ, იარაღზე, რომელიც ამ ყველაფერს გაანადგურებს. მე ვფიქრობ და თქვენც იფიქრებთ.… ჩვენ უნდა შევქმნათ იარაღი, რომელიც ამ გლობალურ სენს დაამარცხებს, .. . იქნებ ყველას გაწუხებთ რაღაც და ვერ მიმხვდარხართ რომ თქვენს სულში დაძვრებიან და ქურდობენ. სანამ საბოლოოდ არ გაგქურდავენ ვიფიქროთ ამაზე.
ვიფიქროთ და გადავრჩებით. . .
ფიქრი ამაზე, უკვე იარაღის ერთ-ერთი ნაწილია. . .
Christ enjoins people to “not lay up for yourselves treasures on earth… but lay up for yourself treasures in heaven.”
. . . !!!
ხატია ჩოგოვაძე
მაშინ ტალღებთან ახლოს სილაში,
ქარი იწვევდა ჩემს გრძნობას ზღვაში.
ვიყავი ლაღი გოგონა რენუარის,
ქვიშაში მინდოდა წერა მემუარის.
მზე თმას მიშლიდა ზღვით დანამული,
ბრწყინავდა ისე თავდაკარგული-
სულ დამავიწყა ცოდვილი ევა
და მაგრძნობინა ტკბილი ბოჰემა.
ვიყავი ლაღი გოგონა რენუარის
qვიშაში მინდოდა წერა მემუარის.
14.11.2009
ხატია ჩოგოვაძე
მადლიანი მცენარე რომ მიაპობს ქარიშხლებს
ვიცი მე რომ დამიპრყობს და წამით აღარ გამიშვებს.
დალეული ზამთარი და სხივგაწვდილი მზე
გაზაფხულის სიყვარული, მოვარდნილი დღე.
უცნაური ფერი აქვს და სიტყვას აღარ აძინებს,
მეოცნებე მდუმარებით, სამარიტელს აფიქრებს.
დაჩრდილული ტკივილი და დათუთქული მზე.
მადლიანი მცენარე რომ მიაპობს ქარიშხლებს
ვიცი მე რომ დამიპყრობს და წამით აღარ გამიშვებს.
28.05..2008
ხატია ჩოგოვაძე






